weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ–გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცესკოში 29 საარჩევნო ოლქის შედეგები გაასაჩივრა

00:05 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 29 საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმები გაასაჩივრა. 

როგორც თამარ კორძაიამ განაცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიებმა მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში შემაჯამებელი ოქმები შეადგინეს ისე, რომ არცერთი საჩივარი არ განუხილავთ.

„ფორმალურად დააჯამეს შემაჯამებელი ოქმები, ამიტომ ვასაჩივრებთ. შევიტანეთ 29 ოქმთან დაკავშირებით საჩივარი. არ ვასაჩივრებთ რაჭის შედეგებს იმიტომ, რომ იქ წარმომადგენლები არ გვყავდა და არ გვქონდა დაწერილი საჩივრები“, – განაცხადა კორძაიამ.

თუ ცესკო საჩივრებს არ დააკმაყოფილებს, საარჩევნო ბლოკი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საჩივარი უნდა განიხილოს ცალ-ცალკე. ამჯერად ვერანაირ ხარვეზს ვერ დაადგენს განუხილველობასთან დაკავშირებით და ველოდებით მის შინაარსობრივ განხილვას“, – აღნიშნა კორძაიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 31 ოქტომბერს, კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 1941 საჩივარი შევიდა. მათ შორის 1272 საჩივარი საარჩევნო სუბიექტებმა,  564 კი სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს. როგორც ცესკო აცხადებს, საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან 126 შესწავლის შემდეგ, სამართლებრივი შეუსაბამობის გამო განუხილველი დარჩა.

 

ამ თემაზე:

პროპორციულ უბნებზე სადავოა 597 633 ადამიანის ხმა – თამარ კორძაია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]